წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა
წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა

სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ დაკავებულია 4 ადამიანი. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით ედებათ.
როგორც უწყებაში imedinews-ს განუმარტეს, ბოროტმოქმედების დაკავება ჩანაფიქრის განხორციელებამდე მოხდა. სხვა დეტალების შესახებ სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.