ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

2012-2016 წლებში დასაქმების კერძო სააგენტოს - hr.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით სამ წამყვან ეკონომიკურ სექტორს წარმოადგენს: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.

ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, რომელიც HR.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა, მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება: გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები), ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები).

სამუშაო ძალის მოთხოვნის ხვედრითი წილი პროფესიების მიხედვით შემდეგია:

  • გაყიდვების სფეროს მუშაკები - 24.48%
  • ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები - 14.36%
  • ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები - 7.93%
  • ადმინისტრაციული და კომერციული მენეჯერები - 6.52%
  • ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები - 4.86%
  • წარმოებისა და სპეციალური მომსახურებების მენეჯერები - 4.79%
  • ინდივიდუალური მომსახურების მუშაკები - 4.32%
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროს მუშაკები - 4.19%
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები - 3.98%
---

Add comment

reload, if the code cannot be seen
Free Web Hosting