ცისფერი ყანწელები

ცისფერი ყანწელები...


ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა.

გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწები". სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ჰქონდათ თავიანთი გამოცემები: "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი". დეკლარაციებში ცისფერყანწელები თავს სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ. ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი. სარბიელზე გამოსვლისთანავე ამ განწყობილებამ, "წმინდა ხელოვნებისა" და ლიტერატურული არტისტიზმისადმი სწრაფვამ, ჯგუფს ერთგვარი სკანდალური სახელი დაუმკვიდრა, თუმცა არც "ცისფერყანწელთა" მხატვრული ღირსებანი დარჩენილა შეუმჩნეველი. ჯგუფი უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში.

მიმდინარეობის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ცისფერყანწელთა პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა. მანვე მოხატა რუსთაველის თეატრის სარდაფში კაფე "ქიმერიონი", სადაც ცისფერყანწელი პოეტები იკრიბებოდნენ ხოლმე.


"ცისფერყანწელთა" გაერთიანებამ 1930-იან წლებამდე იარსება.
ცისფერყანწელთა ნაბოლა წევრი  გოგლა ლეონიძე

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1988 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

პირველი ლექსი "მცხეთა" დაბეჭდა 1911 წ. გაზეთ "სინათლეში". 1916 წ. გამოსცა ლიტერატურული კრებული "საფირონი" (ს. შანშიაშვილთან ერთად). 1918 წ. დაუკავშირდა "ცისფერყანწელთა" ჯგუფს. 1923 წ. რედაქტორობდა ყოველკვირეულ გაზეთ "ბახტრიონს". 1931 წ. იყო ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი ლიტერატურის მუზეუმის დაარსებისა, რომელსაც ორ ათეულ წელს ედგა სათავეში. მისი ინიციატივით დაარსდა ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა, დიდი ამაგი დასდო ალმანახ "ლიტერატურული მემკვიდრეობის" გამოცემას. ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა 1939 წ. ავტორია პოემებისა: "ბელადის ბავშვობა და ყრმობა", "ფორთოხალა", "ბერშოულა", "სამგორი".

1946 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1959 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. 1959 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. 1951-1954 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სამგზის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაწერილი აქვს მოთხრობების წიგნი "ნატვრის ხე" და წარსულის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1969 წ. სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ერთ-ერთი ბრწყინვალე ფიგურა ქართულ მწერლობაში! 
---

Comments 6

Offline
Jill
Jill 6 June 2019 16:22
+ 0 -
Personally I’ve always hated labels, when I was a teenager it was always the guy that pushed the labels and I thought “who cares”.
Offline
goldentax 24 August 2020 06:06
+ 0 -
Offline
Royal CBD
Royal CBD 10 July 2021 14:21
+ 0 -
We are  truly thankful for your blog entry. You will discover a great deal of  methodologies in the wake of going to your post. I was precisely scanning  for. A debt of gratitude is in order for such post and please keep it  up.   Royal CBD
Offline
ddnkns
ddnkns 20 July 2021 17:20
+ 0 -
Them believes magnificent to read simple things these enlightening plus exceptional reports against your web pages.merchant services sales

Add comment

reload, if the code cannot be seen
Free Web Hosting