ტრენინგი ევროკავშირის შესახებ

ტრენინგი ევროკავშირის შესახებ
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“) ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ამა წლის ნოემბერში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგ-კურსი ევროკავშირის შესახებ სამოქალაქო სექტორისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ტრეინინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებებისმიღების პროცესი ევროკავშირში, ევროპული ღირებულებები და მითები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტის მოგვარება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი(თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის).

ტრეინინგს გაუძღვებიან საქართველოში ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები. გაიცემა სერტიფიკატები.

მომხსენებლები:
ლევან მახაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ივანე ჩხიკვაძე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
სერგი კაპანაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კახა გოგოლაშვილი – რონდელის ფონდი;
ეკა აკობია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 500 სიტყვა) შემდეგ მეილზე: grass@grassgroup.org არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა. მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „ტრეინინგი ევროკავშირის შესახებ“.

ტრეინინგები გაიმართება შაბათ-კვირას, სულ ჩატარდება 8 შეხვედრა.
---

Add comment

reload, if the code cannot be seen
Free Web Hosting