Maceo Plex-Hippodrome Park,Tbilisi Tickets sale on the website www.eventer.ge 1st release: 40 Gel (Sold Out) 2nd release: 50 Gel 3rd release: 60 Gel 4th release: 70 Gel
TREEBAL: ATMOS LIVE • ACIDWAVE • ANCIENT OM at SPACEHALL 28 OCTOBER TREEBAL PRESENTS PSYCHEDELIC EXPERIENCE at SPACEHALL: ATMOS (LIVE) • ACIDWAVE • ANCIENT OM
27 ოქტომბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი ჰოლანდიური ლეიბლის WOLFSKUIL RECORDS-ის ღამეს უმასპინძლებს, რომელზეც ინოვაციური ჟღერადობის ესპანელი ტექნო არტისტი ARCHITECTURAL დაუკრავს. მისი ჩანაწერების ინსპირაციას ხშირად კინო, ლიტერატურა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები წარმოადგენს. გამოიცემა ლეიბლებზე: POLE RECORDINGS, SEMANTICA RECORDS, NON SERIES, ARCHITECTURAL. მასთან ერთად წარსდგება WOLFSKUIL RECORDS-ის დამაარსებელი, პროდიუსერი, ვეტერანი DJ და პრომოუტერი TRIPEO, იგივე DARKO ESSER, რომლის დისკოგრაფია 30 რელიზს აღემატება. HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ: ბერლინის საკლუბო სცენის ყველაზე მრავალმხრივი წარმომადგენელი, PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და OSTGUT-ის ოჯახის წევრი VIRGINIA, ავსტრალიური ANALOGUE ATTIC RECORDS-ის წევრი, DEEP HOUSE ჟღერადობაზე ორიენტირებული UDMO და ადგილობრივი სცენის ყველაზე წარმატებული პროექტი HVL.
Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 10 GEL II Basket: 20 GEL III Basket: 30 GEL Door: 30 GEL
Muzame Talks: GENESIS P-ORRIDGE საკულტო ბრიტანელი მუსიკოსი, პოეტი, პრაქტიკული მაგიის მიმდევარი, ინდუსტრიული მუსიკისა და ეისიდ ჰაუსის ფუძემდებელი, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ტრანსგენდერი ქვიარ აქტივისტი ჯენეზის ფი-ორიჯი 1 ნოემბერს საჯარო ლექციას წაიკითხავს SPACEHALL-ში.
ლექციის შემდეგ გაიმართება ღია შეხვედრა-დისკუსია ფი-ორიჯთან, რომელსაც გაუძღვებიან მუსიკალური ჟურნალისტი ელენე ფასური და მუსიკოსი, არტისტი ზურა ჯიშკარიანი.
Muzame Talks: JOHN MAUS ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, პოეტი და პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორი, Lo-Fi ჟღერადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ფიგურა, ექსპერიმენტული სინთ-პოპისა და ავნგარდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელი თანამედროვე მუსიკასა და ხელოვნებაში, 23 ოქტომბერს საჯარო ლექციას წაიკითხავს SPACEHALL-ში.
ლექციის შემდეგ გაიმართება ღია ინტერვიუ-დისკუსია ჯონ მაუსთან, რომელსაც გაუძღვება ავტორი და მუსიკალური ჟურნალისტი ელენე ფასური.
ქვიარ ღამეების რიგით მეთვრამეტე სერია, HOROOM-ის ოთახში ახალი ფორმატით გაიმართება და საღამოს 17:00 საათზე დაიწყება, ოთახის ტევადობიდან გამომდინარე ბილეთების გამოწერა ისევ ლიმიტირებული იქნება.