შეხვედრა პირველკურსელებთან

შეხვედრა პირველკურსელებთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მე-9 სართულზე გაიმართება შეხვედრა პირველკურსელებთან. პირველი კურსის სტუდენტები შეხვდებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას და სხვა პროფესორ მასწავლებლებს. დასწრება თავისუფალია!!!


16 ოქტომბერი, ორშაბათი 10:00-დან - 11:00 UTC+04-მდესაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი_STU_GPIსაქართველო, თბილისი, კოსტავას 77, 0175 Tbilisi, Georgia

---

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი"

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი"

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
1. ქალი და პოლიტიკა;
2. გენდერული თანასწორობა და კანონი;
3. გენდერი:პარადიგმები და დილემები. 
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი(სტატია) უნდა გამოაგზავნონ 2017 წლის 17 ოქტომბრამდე შემდეგ ელექრტროლუ მისამართზე Kipianimaia@gmail.com . 
ნაშრომის მოცულობა -არაუმეტეს 7 გვერდი.


16 ნოემბერი, ხუთშაბათი 12:00-დან - 15:00 UTC+04-მდე

---

ტრენინგი ევროკავშირის შესახებ

ტრენინგი ევროკავშირის შესახებ


საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“) ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

---

ტრენინგი სიძულვილის ენის წინააღმდეგ

ტრენინგი სიძულვილის ენის წინააღმდეგ

13-15 ოქტომბერს, ილიაუნიში ტარდება ტრენინგი სიძულვილის ენისა და ადამიანის უფლებების შესახებ. სულ შერიჩევა, 16-დან 25 წლამდე, 20 მონაწილე. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
---

Citizen journalist club/სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი

 Citizen journalist club/სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი


პირველად საქართველოში ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსი PIcenter-ის სტანდარტის 
ისწავლე ფოტოგრაფია და მარკეტინგი ფოტოგრაფებისთვის პროფესიონალურ დონეზე. 
სწავლა იწყება 10 ოქტომბერს 18:30 საათზე


გაიგე მეტი https://goo.gl/w3hcpZ
საკონტაქტო მისამართი: 598 10 94 77
---

პრემიერი: უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დგას

პრემიერი: უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დგას

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო დგას, არამედ რეგიონიც და "ეს ხისტი გამოწვევა საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვისაც".


"ამიტომაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, "საქართველო სრულ შესაბამისობაშია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - განაცხდა პრემიერმა.

---

თანამედროვე ტექნოლოგია DAISY

06 ,07-10-2017 წელს , ა(ა)იპ „მომავალი იწყევბა დღეს“, ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა მამულიას და ა(ა)იპ „ასოციაცია ქალი, ბავშვი და სოციუმი“ს დირექტორის ქალბატონი ნანა შარაშიძის ორგანიზებით ----პროექტ "თანამედროვე ტექნოლოგია DAISY უსინათლო და წაკითხვის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის" ფარგლებში, შვედი სტუმრების „სვეფი აკადემიის“ ლექტორების ბატონების: მატი და ალექსის თანხლებით მოეწყო ტრენინგი, ქ. ბათუმში (სასტუმრო „ინტურისტში“ ). სადაც . ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონის ორგანიზაციის წარმომადგენლები და უსინათლოები ,


თანამედროვე ტექნოლოგია DAISY უსინათლო და წაკითხვის პრობლემების მქონე ადამიანებისათვისაა, რომლებსაც წვდომა არქონდათ წიგნებთან და სხვა სასკოლო პროგრამებთან
---

წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა

წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა

სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ დაკავებულია 4 ადამიანი. შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით ედებათ.

როგორც უწყებაში imedinews-ს განუმარტეს, ბოროტმოქმედების დაკავება ჩანაფიქრის განხორციელებამდე მოხდა. სხვა დეტალების შესახებ სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.



პოლიციამ სპეცოპერაციის ადგილიდან ცეცხლსახროლი იარაღიც ამოიღო. რის შემდეგაც ტერიტორია გადაიკეტა .

---
Free Web Hosting