პრემიერი: უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დგას

პრემიერი: უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დგას

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო დგას, არამედ რეგიონიც და "ეს ხისტი გამოწვევა საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვისაც".


"ამიტომაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, "საქართველო სრულ შესაბამისობაშია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - განაცხდა პრემიერმა.

---

Add comment

reload, if the code cannot be seen
Free Web Hosting